პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი და დეპუტატი ზაალ უდუმაშვილი პოლიტიკური მოღვაწეობის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტურ საქმიანობას დაუბრუნდა. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, უდუმაშვილი „ტვ პირველზე“ ახალი ამბების წამყვანი იქნება.
ამ ინფორმაციას ზაალ უდუმაშვილი „პრაიმტაიმთან“ ადასტურებს და აცხადებს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მედიის თავისუფლების დაცვაა.
„დიახ, ამ ინფორმაციას ვადასტურებ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია მედიისთვის. ხომ ვხედავთ, ევროპარლამენტში მთავარი საკითხი არის საქართველოში მედიის თავისუფლება. ამ პირობებში მედიასთან დაკავშირებით, ვისაც რა რესურსი გაგვაჩნია, უნდა გამოვიყენოთ. დღეს ბრძოლის ერთ-ერთ მთავარი ხაზი მედია თავისუფლებაზე გადის“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი პარტიას ტოვებს და ჟურნალისტურ საქმიანობას უბრუნდება.