გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოძრაობის შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს - ნახეთ, დეტალურად

gza

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 14-19 სექტემბერს, დღის საათებში გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის კმ1-კმ5 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ3 მონაკვეთზე, 2024 წლის 14 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე 08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება სოფელ ყიტაანზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გამოყენებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.