„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს.
,,12 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, მეტეხის ქ.N1-თან ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 12 აგვისტოს 15:00 საათიდან 13 აგვისტოს დილის 9:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ბოჭორმის, ლუსინიანის, შავ სოფლის, ბოდბის, ისნის, ზახაროვის, არბოშიკის, იალბუზის, პატარძეულის, უჯარმის, დოლაბაურის, წმინდა ქეთევან წამებულის N4-90, N1-65; მეტეხის, თელავის, ჩეხოვის, ფერიცვალების, ჯორბენაძის, სოლომონ ბრძენის, მაჭრის, მუკუზანის, 300 არაგველის, კაჩინსკის ქუჩა N1-5, რიყის პარკს, ღვინის აღმართს და დუტუ მეგრელის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.