გვჯერა, რომ მრავალფეროვანი პარკების დახმარებით, კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი კურორტი გახდება შეკვეთილი - "სთარინგ ჯორჯიას" სტრატეგიული განვითარების საბჭოს კრეატიული ხელმძღვანელი

 ციცი იაშვილი

"ჩვენს გუნდს გაუჩნდა იდეა და სურვილი, რომ "ციცინათელას" მიმდებარედ კიდევ ერთი საინტერესო პარკი გაგვეჩინა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა შეკვეთილის ასაკით პატარა დამსვენებლებისთვის", - შეკვეთილში დაგეგმილი პროექტის შესახებ "სთარინგ ჯორჯიას" სტრატეგიული განვითარების საბჭოს კრეატიული ხელმძღვანელი, ციცი იაშვილი საუბარობს.

მისი თქმით,  აქტიური სამუშაო პროცესები უკვე მიმდინარეობს, დინოების ნაწილი უკვე ჩამოსულია და საქართველოშია.

"შეკვეთილი განსაკუთრებით საინტერესოა ოჯახური ტიპის დასვენებისთვის, შესაბამისად, ჩვენს გუნდს გაუჩნდა იდეა და სურვილი, რომ "ციცინათელას" მიმდებარედ კიდევ ერთი საინტერესო პარკი გაგვეჩინა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა შეკვეთილის ასაკით პატარა დამსვენებლებისთვის. შესაბამისად, ამ ინიციატივით მივმართეთ ზემდგომს და შემდეგ უკვე საერთაშორისო ფონდ "ქართუს", რის შედეგადაც გადმოგვეცა.

კონკრეტულ პროცესში, რაც ხდება დღეს, ვიტყვი იმას, რომ აქტიური სამუშაო პროცესები უკვე მიმდინარეობს, დინოების ნაწილი უკვე ჩამოსულია და საქართველოშია, შესაბამისად, გვჯერა, რომ პირველ სტუმრებს უკვე მალე ვუმასპინძლებთ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარკი იქნება შავი ზღვისპირეთში, რომელიც რეკრეაციულთან ერთად, არა ერთ საინტერესო, საგანმანათლებლო პროგრამას შესთავაზებს მის სტუმრებს.

გვჯერა, რომ მრავალფეროვანი პარკების დახმარებით, კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი კურორტი გახდება შეკვეთილი. ასე, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ქართუს" საჩუქარი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, ეს არის ყველა იმ ადამიანისთვის, როგორც ქართველისთვის, ისევე უცხოელისთვის, რომელიც გეგმავს შავი ზღვისპირეთში დასვენებას და კონკრეტულად შეკვეთილში, ასევე, ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ადგილობრივებისთვის დასაქმების კუთხით", - აცხადებს ციცი იაშვილი.