საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა უქმდება

ადმინისტრაცია

მთავრობის საპარლამენტო მდივანს მოადგილე აღარ ეყოლება. პარლამენტს განსახილველად “საპარლამენტო მდივნის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარედგინა, რომლის მიხედვით, საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა უქმდება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, საპარლამენტო მდივნის მოადგილის პოზიციის არსებობა სათანადოდ დასაბუთებული არ არის და მისი გაუქმებით მიღებულ იქნება პოზიტიური შედეგი, როგორც საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხით, ასევე მთავრობის საპარლამენტო მდივანსა და მის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეულის კოორდინაციის ეფექტურობის ასამაღლებლად.