1772112318
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული საფრთხის გამო, მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა.
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.












