რატომ არ უნდა მოკლათ გველი - როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი
1750452042
ნუცა შანშიაშვილი ფეისბუქზე სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს.
„ჩემი ბიძაშვილი, დავითის შვილი - ელია იანოვსკი გმირულად დაიღუპა ღაზაში...
ნანა, სიტყვები უძლურია, არ ვიცი, როგორ გითანაგრძნოთ!!!" - მიმართავს გარდაცვლილის ბებიას მომღერალი სოციალურ ქსელში.
ღაზაში გარდაცვლილი 24 წლის ელია იანოვსკის ძმა - დანიელი წერს:
"დიდი მწუხარებითა და გულისტკივილით შემატყობინეს, რომ ჩემი საყვარელი ძმა ელია იანოვსკი, მე-5 ბრიგადის რეზერვისტი კაპიტანი (გივატის ბრიგადის რეზერვები), გუშინ ღაზაში ბრძოლებში დაიღუპა. ძალიან მტკივა, სავარაუდოდ, ვერასდროს მოვინელებ ამ ტკივილს, ჩემი ძმა იყო ასევე ჩემი საუკეთესო მეგობარი.
ჩვენ ერთად წავედით ომში 07.10, თითოეული თავის ქვედანაყოფზე და თავის დავალებაზე. სამწუხაროდ, ჩვენ აღარ ვიქნებით ერთად და არ ჩავეხუტებით ერთმანეთს ომის დამთავრების შემდეგ.
"დღეს გავაცილეთ ბოლო გზაზე საუკეთესო ვაჟკაცი, ისრაელის გმირი, ელია იანოვსკი. ყველამ, ვინც კი სიტყვით გამოვიდა, ერთნაირად აღნიშნა მისი ადამიანობა, გმირობა და თანგაწირვა.
დაუფიქრებლად პირველი იდგა ყველგან და იყო მაგალითი ვაჟკაცობის და გმირობის", - წერია ფეისბუქზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
მწერალი ზურაბ ქარუმიძე გარდაიცვალა
5 წლის ნინის, რომელსაც მხედველობის პრობლემები დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება