ალადაშვილის კლინიკა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ალადაშვილის კლინიკა

გარდაიცვალა ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი კახა (ერეკლე) ჭუბაბრია. სამწუხარო ინფორმაციას ალადაშვილის კლინიკა ავრცელებს.

„ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა ღრმა მწუხარებით იუწყება გარდაიცვალა ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი კახა (ერეკლე) ჭუბაბრია.

იგი ოთხი ათეული წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა და იდგა მთელი საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე.

მოწოდებით ექიმი, სანიმუშო და ერთგული კოლეგა, გულითადი მეგობარი, თავის საქმის უბადლო პროფესიონალი, ასე დარჩება იგი ოჯახის, კლინიკის და მადლიერი პაციენტების გულებში. სამძიმარს ვუცხადებთ ბატონ კახას დიდ ოჯახს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.