კანადაში მედდამ ავარიის მსხვერპლის გადარჩენა სცადა, რომელიც მისი შვილი აღმოჩნდა
1753381002
ბატონი კახა კალაძის გადაწყვეტილებით, აქ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სავარჯიშო კომპლექსი, რომელიც მთლიანად რეაბილიტირდება, - წერს სოციალურ ქსელში გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე ე.წ. „ამერის“ სტადიონის შესახებ.
იგი აღნიშნავს, რომ ამჟამად სტადიონი მძიმე მდგომარეობაშია.
„დედაქალაქის მერთან ერთად, გლდანის რაიონში ე.წ. „ამერის" სტადიონზე ვიმყოფებოდი. ყველასთვის თვალნათელია თუ როგორი მძიმე სიტუაციაა, ინფრასტრუქტურა სრულად მწყობრიდანაა გამოსული. იყო დრო, როდესაც „ამერის'' სტადიონი უამრავი ადამიანის თავშეყრის ადგილი იყო, სადაც საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები იმართებოდა. ცენტრში უამრავი ბავშვი იყო ჩართული სპორტულ აქტივობაში.
სასიხარულოა, რომ აღნიშნული ტერიტორია, 23 789 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სახელმწიფომ მუნიციპალიტეტს გადმოსცა საკუთრებაში.
ბატონი კახა კალაძის გადაწყვეტილებით, აქ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სავარჯიშო კომპლექსი, რომელიც მთლიანად რეაბილიტირდება, თავისი ახალი საფარით, თაანამედროვე ინფრასტრუქტურით, გასახდელებით, საშხაპეებით. სპორტ-კომპლექსის ტერიტორია მთლიანად გამწვანდება და განახლდება. ახალგაზრდა სპორტსმენებს კი სათანადო პირობები შეექმნებათ ვარჯიშისთვის.
გლდანის რაიონისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მიღებული გადაწყვეტილება.
კახა კალაძემ ქართული ფეხბურთის წარმატების ისტორია დაწერა მიღებული ტიტულებით, ხოლო გლდანის რაიონში სპორტული სკოლის მშენებლობით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ისტორიას დაწერს ქართულ ფეხბურთში”, - წერს ბესიკ კალაძე.