პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჯგუფში „ვეძებ“ მორიგი მძიმე ისტორია ვრცელდება ბავშვზე, რომელიც დედამ ბავშვთა სახლში დატოვა და შემდეგ საბოლოოდ მიატოვა.
ერთ დღესაც კი, უნებლიეთ, საკუთარი დედის ჯვრისწერაზე აღმოჩნდა იმ ტაძარში, სადაც ტერიტორიას ასუფთავებდა.
„დავიბადე და დედამ დამტოვა ბავშვთა სახლში... გადიოდა წლები და ორჯერ მომაკითხა, სულ ეგ იყო... გავიზარდე, დავიწყე სიონში მუშაობა და ეკლესია გახდა ჩემი თავშესაფარი.
ერთ დღესაც, 27 თებერვალი იყო მახსოვს, თბილისში, სიონში ქორწილი იყო, წყვილმა ჯვარი დაიწერა და.. საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებდი, დავინახე და ვიცანი, გიცანი დედა.. ლამაზი და ბედნიერი იყავი, გული ჩამეგლიჯა... მოსვლა მინდოდა და ვერ მოვედი, რაღაცა ძალამ გამაქვავა და ვერ დავიძარი, რომ მივსულიყავი, წარმოიდგინე, რა ძნელი იყო მეთქვა, ვინ იყავი და რაც გამიკეთე... ვიცი მეტყოდნენ, რომ თვითმარქვია მატყუარა ხარ, ვინ ხარო...
ეკლესია დავალაგე და წამოვედი... რამდენი ვიტირე იცით? ამხელა ქალი ვარ, 43 წლის... შვილიც მყავს, თან ბიჭი და მარტომ გავზარდე ისე, რომ ბავშვთა სახლში კი არ მივაბარე და კი არ გავყიდე, არამედ გაჭირვებით და ტაძარში მუშაობით, რომ ლუკმა მქონოდა ისე გავზარდე პატიოსანი და ალალი შრომით. რაშიც ეკლესია დამეხმარა. დღემდე იქ ვმუშაობ. დედამ გამიმეტა და მომიშორა, მაგრამ მე მადლობელი ვარ სკოლა-ინტერნატის, ისე გამზარდეს, რომ არც ზრდილობა მაკლია, არც ადამიანობა და არც ოჯახის ქალობა.“ - წერს ანონიმური პოსტის ავტორი.