„გისურვებთ ჯანმრთელობას, რაც ყველაზე მთავარია. გისურვებთ კეთილდღეობას, დღეგრძელობას, მხნეობას, სულიერ სიმშვიდეს...“ - კახა კალაძე

კახა კალაძე

ღონისძიებას ესწრებოდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელმაც თანამემამულეებს სცენიდან მიმართა და ახალი წელი მიულოცა.

„მივესალმები თბილისს, სრულიად საქართველოს. მინდა მივესალმო სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. მივესალმები ჩვენს აფხაზებს, ოსებს. დღეს, საქართველოს ულამაზესი დედაქალაქიდან ვაგზავნით სურვილებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ყოველი ოჯახისთვის. დაე იყო მშვიდობა, სიყვარული, მეტი პატივისცემა ადამიანებს შორის! დაე იყოს კეთილდღეობა! დღეს ამ სცენიდან, ჩვენი ტოლერანტული, მრავალი ჭირ-ვარამის მნახველი და მაინც სიყვარულით, სიცოცხლით სავსე ქალაქიდან მინდა მოგილოცოთ 2023 წლის შემობრძანება. მინდა, პირველ რიგში გისურვოთ მშვიდობა. დღეს, მთელი მსოფლიო არის უდიდესი გამოწვევის წინაშე და ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობა. მინდა, მშვიდობა ვუსურვო ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. მინდა, რომ 2023 წელი იყოს კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი, კიდევ უფრო მეტი სიცოცხლით, სიყვარულით სავსე. გილოცავთ, ჩემო მეგობრებო. პირველ რიგში, გისურვებთ ჯანმრთელობას, რაც ყველაზე მთავარია. გისურვებთ კეთილდღეობას, დღეგრძელობას, მხნეობას, სულიერ სიმშვიდეს და დარწმუნებული ვარ, 2023 წელი იქნება კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ განსაკუთრებით მიულოცა იმ მოქალაქეებს, ვინც დღეს თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას, ემსახურება ხალხს და ჩვენს ქვეყანას. მინდა განსაკუთრებით მივულოცო მათ.

ამბობენ, ამ ჯადოსნურ ღამეს სურვილები ხდებაო. მოდით, ნამდვილი დღესასწაული ვუსურვოთ ყველა იმ ადამიანს, იმ ოჯახს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს; ჯანმრთელობა ვუსურვოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს საახალწლო სუფრას ვერ მიუჯდა. გილოცავთ ახალ 2023 წელს! გამარჯვებები, წინსვლა, ბედნიერება, სიხარული არ მოგკლებოდეთ. მიყვარხართ“, - განაცხადა კახა კალაძემ.