პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა, რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში გაზის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ორგანიზებულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიეძღვნა გაზის მიწოდების უსაფრთხოების საკითხებს რეგიონში შექმნილი რეალობის გათვალისწინებით.კერძოდ, საუბარი შეეხო ევროპაში ენერგომატარებლების იმპორტის დივერსიფიკაციასა და მოწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო მარეგულირებელ ჩარჩოს. გიორგი ჩიქოვანმა მონაწილეობა მიიღო პანელის მუშაობაში, რომელიც შეეხებოდა გაზის მარაგების დივერსიფიკაციას, ბუნებრივი აირის შიდა წარმოებას, გაზის ინფრასტრუქტურას და სხვ. თავის გამოსვლაში, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მზარდ როლსა და სამომავლო გეგმებზე.
„საქართველომ, ბოლო წლებში, შეძლო ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიცირებული და მდგრადი სისტემის ჩამოყალიბება და ამ შედეგით მაგალითი შეიძლება იყოს იმ ქვეყნებისთვის, რომელთა ენერგომომარაგება ერთ მიმწოდებელზეა დამოკიდებული. ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ფორმულას წარმოადგენს დივერსიფიკაცია, რეგიონული ინტეგრაცია, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა, რეგიონული ინფრასტრუქტურისა და განახლებად ენერგეტიკაში ინვესტირება,“ - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელმა ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოდან ევროპის ბაზარზე როგორც ელექტროენერგიის, ისე განახლებადი ენერგიის წყაროების, მაგალითად, მწვანე წყალბადის ექსპორტის შესაძლებლობებზე. „საქართველოს, რომელსაც უზარმაზარი ჰიდრორესურსები გააჩნია, შეუძლია მწვანე წყალბადის წარმოება და ექსპორტი. საერთაშორისო ენერგოვაჭრობა სწრაფად ვითარდება და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ჩვენი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი კიდევ უფრო გაიზრდება და დამატებით, სუფთა ენერგიის მიმწოდებლის ფუნქციასაც შევიძენთ,“ - აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა. კონფერენციაზე მონაწილეობდნენ დელეგაციები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აზერბაიჯანი, საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, სერბეთი, უკრაინა, უნგრეთი, ალბანეთი, თურქეთი და საქართველო.
მონაწილეობდნენ დელეგაციები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აზერბაიჯანი, საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, სერბეთი, უკრაინა, უნგრეთი, ალბანეთი, თურქეთი და საქართველო.