1748324677
"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!" - კახა კალაძე საზეიმო ცერემონიის ფოტოებს აქვეყნებს

დედაქალის მერი, კახა კალაძე საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - გამარჯვების, თავისუფლების, ჩვენი ეროვნული იდენტობის ურყევობის სიმბოლოდ ქცეულ 26 მაისს!
ეს დღე იმ ქართველი გმირების მონაპოვარია, რომელთაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას; ასევე, ყველა იმ პატრიოტი ადამიანის, ვინც სამშობლოს ემსახურა თავდაუზოგავი შრომით, ცოდნით და პროფესიონალიზმით.
სწორედ ასეთ პატრიოტებზე დგას დღესაც ჩვენი ქვეყანა, რაც გვაძლევს საფუძველს ყველას გასაგონად ვთქვათ- საქართველოს დამოუკიდებლობა არასდროს დაითმობა!!!
გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს!
გილოცავთ 26 მაისს!
#ესდღეჩვენია"- წერს კახი კალაძე.