აშშ-ში ოკეანეში თვითმფრინავი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი, არიან უგზო უკლოდ დაგარგულებიც

აშშ

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში კერძო თვითმფრინავის ოკეანეში ჩავარდნის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები.

ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავი Beech 95-B55 Baron-ი ოკეანეში შაბათს, ადგილობრივი დროით 22:40 საათზე ჩავარდა.

Flight Radar-ის მონაცემების თანახმად, რეისი N8796R-ი სან-კარლოსის აეროპორტიდან 22:07 საათზე აფრინდა და მონტერეის რეგიონული აეროპორტისკენ მიემართებოდა. თვითმფრინავის ბორტზე 3 ადამიანი იმყოფებოდა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, თვითმფრინავი წყალში სანაპიროდან დაახლოებით 200-300 მეტრის დაშორებით ჩავარდა.