„ეხება მომავალს 2028 წლამდე“ - გოგა მანიას მიმართვა
1779133530
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 10 წელი გავიდა.
"ათი წელი გავიდა...
ამ წლებმა ბევრი რამ მასწავლა და დამანახა,ყველაზე მეტად კი იმ დიდი სიყვარულით ცხოვრება ,რომელიც შენ დამიტოვე.
ამბობენ გმირები არ კვდებიანო და ეს მართალია - შენ ცოცხლობ ჩვენში.
მენატრები და შენთან გატარებული ყოველი წამით ვცოცხლობ.",-წერს ოთხოზორიას მეუღლე ნინო მატკავა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის,2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან, 30 წლის გიგა ოთხოზორია მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას ე.წ. აფხაზ მესაზღვრეებთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც შეიარაღებული პირები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ და ცეცხლი გაუხსნეს. ოთხოზორია ადგილზე მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
მკვლელობაში ბრალდებულად რაშიდ კანჯი-ოღლი დასახელდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა, მოგვიანებით კი სააპელაციო სასამართლომ სასჯელი 14 წლამდე გაზარდა.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმედ რჩებოდა. 2023 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა.