LIVE: პირდაპირი ეთერი „ჰაუსიდან“ - გაიცანით მონაწილეები
1763908069
ინდური ხალხური ტრადიციული მედიცინის, აიურვედას ექსპერტი არუნ ხათრი ასახელებს რამდენიმე პროდუქტს, რომლის გვიან ჭამაც არ შეიძლება.
„აიურვედა 3 000 წლიდან მოყოლებული ამბობს, ყველაფერს აქვს თავისი დრო. რომ დავწერე, ღამით კიტრი არ შეიძლება, ბევრმა მომწერა, ვჭამე და კარგად ვარო. ყველა ადამიანის ორგანიზმი ერთი არ არის. ყველა საჭმელს აქვს ბუნება, ზოგს ცხელი, ზოგს ცივი. მანდარინის ჭამა კარგია, ც-ვიტამინი, იმუნიტეტი ძლიერდება მაშინ, როდესაც მზეა. ღამე მანდარინის, კიტრის, მაწვნის ჭამა არ შეიძლება. ცივის ჭამის შემდეგ, ორგანიზმი იქნება ცივი. გარედან კი ვერ იგრძნობთ, შიგნიდან ცივდება.
ჯანჯაფილი, კურკუმა, მიხაკი, დარიჩინი - ამათი ბუნება ცხელია. როცა ადამიანს აქვს სიცხე და რამე პრობლემა, ეხმარება და ორგანიზმს შიგნიდან აცხელებს და ვირუსებს კლავს“, - ამბობს არუნ ხათრი.