უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საკლუბო ბიზნესის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი და საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე ესწრებოდნენ.
„შეხვედრაზე განვიხილეთ მომავალი ორი კვირის განმავლობაში გასამართი ღონისძიებების შეზღუდვა, რომელიც საბუთდება "ომიკრონის" შტამის ძალიან სწრაფი გავრცელებით. მთავრობამ გვთხოვა, რომ შეგვეჩერებინა აქტივობა ამ ორი კვირის განმავლობაში. ამის პარალელურად დააანონსეს საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც დააორგანიზდება ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართულობით. კლუბების მუშაობის საკითხი ყოველკვირეულ რეჟიმში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით გადაიხედება", - აცხადებს კლუბების წარმომადგენელი.