ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ნიკოლოზ რაჭველმა რუსთავი2-ის“ ერთ-ერთ გადაცემაში ბევრი ისეთი რამ თქვა, რაც აქამდე არ მოუყოლია. მაგალითად, ის რომ ხშირად ნახულობს სიზმრად, რომ რეპერია.
ნიკოლოზ რაჭველი: – მუსიკის დაწერის მუზა ხშირად მანქანაში, საჭესთან მომსვლია. საცობში. იმაზე ნერვების აშლას, რომ დანიშნულების ადგილზე მისვლას ვერ ასწრებ, რომ ბევრი ადამიანი გაბრაზებული და შეწუხებული დაგვხდება, არ სჯობს, მუზები გამოიძახო და რაღაც კარგზე და მუსიკაზე იფიქრო?
ჩემი ცხოვრების მთავარი მოვლენა კვება იყო. დედაჩემმა მაცივარზე ხელოსანს ბოქლომი დაამაგრებინა, გულზე გასაღები დაიკიდა და მხოლოდ იმ შემთხვევაში მაძლევდა გასაღებს, თუკი, მე მუსიკას ვიმეცადინებდი.
ერთხელ ღამე, როდესაც დედას ეძინა, მივეპარე გასაღებს, რომელიც გვერდზე ედო. შუქი არ ავანთე, რომ არ გაღვიძებოდა. მაცივარში ქვაბი დამხვდა, თევზი თუ რაღაც ხორცი იყო, ხელით ვერ მივხვდი, რა იყო. და მთლიანად შევჭამე. დილით დედის გულშეწუხებულმა ყვირილმა გამაღვიძა.
აღმოჩნდა, რომ დედას ქვაბში ჩაბასთურმებული ღორის ხორცი ედო, რომ მეორე დღეს შეეწვა. თურმე უმი ხორცი მიჭამია იმიტომ, რომ ჩაბნელებულ ოთახში ვერ ვხედავდი, რას ვჭამდი.
სტუდიაში, ჩაწერიდან ჩაწერამდე, შესვენებაზე, ლობიანი მოჰქონდათ ჩემთან და სამ დიდ, გადაკეცილ ლობიანს ვჭამდი. ხინკალს, ალბათ, 40 ცალს ვჭამდი…
ლობიანის მიმართ, იცი, რა გრძნობა მაქვს: 4-5 წლის ვიყავი, რაჭაში ყოფნის დროს, უბანში შევკრიბე ხალხი, ლექსი დავწერე-მეთქი.
“რაჭულ ლობიანს ვინც შეჭამს და იტყვის უგემურია,
ის კაცი კაცად არ ვარგა, ის თავის უბედურია…”
ქეიფი არ მიყვარს. მაგრამ აკადემიურ სიტუაციაში, კარგი სადღეგრძელოების თქმა შემიძლია. თუ თამადა ვარ, ბოლოს თამადის სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ეგ მიყვარს…
ბავშვობაში მეგრელი კლასელის დაბადების დღეზე ვიყავი. ყველა მეგრელი იყო სტუმრად. მე და დედა გახლდით მხოლოდ რაჭველი. ხან ვიღაც ვამღერე, ხან ვაცეკვე და მთავარ როლში აღმოვჩნდი. თამადა ჩემით დაინტერესდა, რა გვარია ეს ბიჭიო. აღმოჩნდა, რომ არ ვარ მეგრელი. დედა ეყოლება მეგრელიო. დედამ, ისაკაძე ვარო, უთხრა. ბებია-ბაბუა გამოიკითხა და მიხვდა, რომ რაჭას არ ვიყავით გაცდენილი. იმდენად უნდოდა, რომ მეგრელი ვყოფილიყავი, რომ ბოლოს მითხრა, ესე იგი აყვანილი იქნები შენო.
წამყვანის შეკითხვაზე, მთვრალზე რას უსმენს, მაესტრომ აღიარა, რომ უსმენს რეპს და ბევრჯერ დასიზმრებია, რომ რეპერია.
წამყვანმა ურჩია, შეგიძლია რეპი ორკესტრთან ერთად დაუკრა – ეს იქნება რაღაც ახლის დასაწყისიო. დასასრული არ აღმოჩნდეს, მთავარიაო, მიუგო ნიკოლოზმა.
ასევე ნახეთ:
„ამან მოსვენება დამაკარგვინა… ადგილს ვერ ვპოულობდი” - მარიამ შუკაკიძე გამომწერებს ემოციებს უზიარებს