"დედის საფლავზე დადის, რომელიც თვითონ მოკლა..." - ქართველი ბალერინას ტრაგიკული ისტორია
1742797128
ფრანგულის პედაგოგი სამცხე-ჯავახეთიდან, რომელსაც პარიზი არ უნახავს, საფრანგეთში იმოგზაურებს. ეთერ აფრიანიშვილის პარიზში მოგზაურობას საქართველოს საელჩო დააფინანსებს.
ქალბატონი ეთერი „რუსთავი 2“-ის გადაცემაში იყო მიწვეული.
გადაცემაში მან ისაუბრა, თუ როგორ გადაწყვიტა ფრანგული ენის პედაგოგობა. მიუხედავად იმისა, რომ მას საფრანგეთი და ფრანგი ხალხი ძალიან უყვარს, თავად ქვეყანაში არასდროს იყო ნამყოფი. ეს ოცნება კი მას სულ მალე აუხდება.
როგორც ეთერი ამბობს, იგი საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ პირველად ლევილის მამულებს ნახავს, სადაც ის ადამიანები ცხოვრობენ, რომლებმაც მას თავიდან ფრანგული შეაყვარეს.