1727944755
იმ დღეს დაიწყო, მამა ნეოფიტეს ეკლესიური ცხოვრება“ - ტრაგედია, რომელმაც რუის-ურბნისის „ხევისბერის“ ბედი შეცვალა
ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირის, მამა ნეოფიტეს (დაშნიანი) სახელს უკავშირდება, არაერთი ეკლესია-მონასტრის როგორც რესტავრირება, ასევე, მშენებლობა.
მამა ნეოფიტე (ერისკაცობაში ნუგზარ დაშნიანი) 1960 წლის 12 აგვისტოს დაიბადა ქ. თბილისში და 2022 წლის 15 აპრილს, საფრანგეთში, ქ. ლიონის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. დასაფლავებულია კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის (ყინწვისის მამათა მონასტერთან) ტაძრის ეზოში.
მეორმოცე დღეს, გარდაცვლილის სულისთვის წირვა-ლოცვა, მეუფე იობმა (მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი) აღავლინა.
მამა ნეოფიტეს, რუის-ურბნისის ეპარქიაში „ხევისბერის" ტიტული აქვს. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ დედა - ნინო დაშნიანი (მარინა), სქემმონაზონი იყო, რომელიც რუის-ურბნისის დედათა მონასტრის ეზოში განისვენებს.
მამა ნეოფიტეს და, ნინო დაშნიანი, „პრაიმტაიმს“, „ხევისბერის“ ტრაგიკულ წარსულზე, ბერულ ცხოვრებაზე და აღსრულებულ სასწაულებზე ესაუბრება:
ჩემი უფროსი ძმა, ნიკოლოზ (ერისკაცობაში ნუკრი) დაშნიანი, 1984 წლის 16 მაისს, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამ დღიდან დაიწყო, ჩვენი ოჯახის ტრაგედია.
მწუხარებაში მყოფი დედა, მომავალში დედა ნინო, ამ დროისთვის ძალიან დამძიმდა, ლოგინად იყო ჩავარდნილი. ერთი წლის თავზე, დედამ მოითხოვა მიეყვანათ მამაო, რომ იქნებ როგორმე შეძლებოდა, სულის სიმშვიდის მოპოვება.
მოიყვანეს მამა სოკრატე, რომელმაც მისი ლოცვით შეძლო და ფეხზე დააყენა. პატრიარქი გამუდმებით ანუგეშებდა და აძლიერებდა დედას.
აქედან დაიწყო, დედას ეკლესიური ცხოვრება. 1985-1990 წლებში იმყოფებოდა მორჩილებაში სამთავროს და ფერიცვალების დედათა მონასტერში. განაგრძეთ კითხვა
ასევე დაგაინტერესებთ:
„დამწვრობით მომიყვანეს მამაკაცი, ცოლის შარდი შეუგროვებიათ და აბაზანები გაუკეთეს...“ - ქაშიბაძე
„დღეს ის ტელევიზიაში მუშაობს და არ იცის, რომ მისმა მამამ მოკლა ჩემი მამა…“ – გია ჯაჯანიძე