"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა
1732690994
„თვითმფრინავის ბიჭები“ – ასე ეწოდათ ბიჭებს, რომლებმაც 1984 წელს სცადეს თვითმფრინავის გატაცებით თავი დაეღწიათ იმ ბოროტი საბჭოთა რეჟიმისგან.
„თვითმფრინავის ბიჭები” დააკავეს და უმაღლესი სასჯელი – დახვრეტა მიუსაჯეს. ერთ-ერთი მათგანი გეგა კობახიძე იყო. ის 1961 წლის 6 ივნისს დაიბადა და ცნობილი კინორეჟისორის, მიხეილ კობახიძისა და მსახიობ ნათელა მაჭავარიანის ერთადერთი ვაჟი იყო.
მწერალმა დათო ტურაშვილმა ამ ამბავზე წიგნი დაწერა და მას „ჯინსების თაობა” უწოდა.
მომღერალმა აჩიკო მეფარიძემ კი ლელა წურწუმიასთან ციხეში გეგას ნახვის ამბავი გაიხსენა. მეფარიძე ციხის საავადმყოფოში ექიმად მუშაობდა. მაშინ 22 წლის იყო.
„მორიგეობის დროს, გამთენიისას მოიყვანეს პაციენტი, რომელიც ყელის არეში იყო დაჭრილი, მას მოჰყვა ძალიან ბევრი ციხის თანამშრომელი, უშიშროება და ა.შ. ეს იყო სოსო წერეთელი. ამის შემდეგ შემოიყვანეს გეგა. ის ფეხშიშველი იყო. მას არაფერი ჰქონდა დაზიანებული. გეგა პირდაპირ გადაიყვანეს ციხეში.
სხვას არავის აკარებდნენ. მხოლოდ მე და ჩემი განყოფილების უფროსს გვქონდა ამ პატიმრების ნახვის უფლება. ერთი რამ არც ჩემი განყოფილების გამგემ არ იცის, მე მქონდა პაციენტის ისტორია, რომელიც იდო პაპკაში. ვიცოდი რომ საკანში კამერები იყო და მისმენდნენ. ხელით ვერაფერს ვანიშნებდი. მაინც ბავშვი ვიყავი და ამ „პაპკაზე“ დავაწერე: „არ შეგეშინდეს, შენ კარგად იქნები“ და ეს დავანახე...
მოსაყოლად იოლია, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა და რითაც დასრულდა... რთულია, როცა ამდენი რამით ცხოვრობ ადამიანი...“