UFC-ის სკანდალური საქმის ახალი დეტალები - დაკავებულია კიდევ ორი პირი
1782335648
მხატვარი ქეთი დავლიანიძე თემურ უგულავასთან პირველ შეხვედრას და მასთან დაკავშირებულ ემოციურ ისტორიას იხსენებს. დავლიანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც გარდაცვლილი ბიზნესმენის გამორჩეულ თვისებებზე, მის უბრალოებასა და ხელოვნებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე საუბრობს.
„სასტუმრო „რუმსის“ გახსნაზე, Elene Machavariani 2012 წელს, ჩემი ნახატების გამოფენაზე, გავიცანი თემური. ასე მითხრა: „ჩვენი სასტუმრო როგორ მოუხდა შენს ნახატებს!“ ხელოვნების აღქმა ყველას ერთნაირად არ შეუძლია. ზოგი ადამიანი უფრო ღრმად კითხულობს განწყობას, შინაგან სამყაროს და პატივს სცემს მხატვრის არსებობის მნიშვნელობას. რაც ძალიან იშვიათია და დასაფასებელი. მადლობა მას ურთიერთობის ხარისხისთვის! ასეთი იყო თემური. უაღრესად დაკვირვებული, იუმორით სავსე, თავმდაბალი, მოაზროვნე მთელი არსებით იყო ჩართული საქმეში, ხელს უწყობდა ახალგაზრდებს. მისი ქება ბევრი მსმენია ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში, რადგან ადამიანები ამ აღფრთოვანებას უბრალოდ ვერ მალავდნენ
„ლოლიტას“ ეზოს რემონტი მიმდინარეობდა, გაზეთისგან გაკეთებული ქუდი ეხურა, დაღლილი , მტვრიანი იჯდა და სარემონტო სამუშაოებს აკვირდებოდა. „თუ მე თვითონ არ გავაკეთე, ვინ გამიკეთებს?“ ასე თქვა.
ნიჭიერ ადამიანებს ურთიერთობაშიც ფაქიზი, გააზრებული მიდგომა და პატივისცემა ახასიათებთ ხელოვანების მიმართ და განსაკუთრებით მეგობრულები არიან. სწორედ ასეთი იყო თემურ უგულავა გემოვნებიანი შემოქმედი, მშრომელი, მხიარული მოსიყვარულე და გულუხვი ადამიანი.
მან იცხოვრა სავსე ცხოვრებით, ქმნიდა განუკლებლივ ყველასთვის ! რაც დიდ თავისუფლებას ნიშნავს! არც ვიცოდი მისი ზუსტი წლოვანება , თითქოს ასაკი არც ჰქონდა დიდი ბიჭი იყო, მუდმივად უკეთესისკენ და განვითარებისკენ მომართული , რომელმაც ერთ ცხოვრებაში ძალიან ბევრი მოასწრო… მტკივნეულია მისი შეწყვეტილი სიცოცხლე დედამიწაზე!“, – წერს მხატვარი.
შეგახსენებთ, ბიზნესმენი და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბიზნესმენი სიცოცხლის ბოლო წუთებში ოჯახის წევრების გარემოცვაში იმყოფებოდა. ბიზნესმენი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე სენს, სიმსივნეს ებრძოდა.