„მე ამას ვეღარ დავაფინანსებ...“ - UFC-ის პრეზიდენტის დენა უაითის სკანდალური განცხადება
1782339471
გაუგებარია, როდესაც გამოდიან ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები მოლდოვაში და პირდაპირ საუბრობენ საკუთარი სუვერენიტეტის დათმობაზე,, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, იგივე დამოკიდებულება აქვს საქართველოში ე.წ ოპოზიციას, ისინიც, ნებისმიერ დროს მზად არიან, ხელი მოაწერონ საქართველოს სუვერენიტეტის თუნდაც ფორმალურ დათმობაზე.
„აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც გამოდიან ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები მოლდოვაში და პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ მზად არიან დათმონ საკუთარი სუვერენიტეტი. ეს აჩვენებს ზოგადად, აგენტურის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ. იგივე დამოკიდებულება აქვს ქართულ აგენტურას, საქართველოში ე.წ ოპოზიციას, ოპოზიციად წოდებულ პარტიებს, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა. ისინიც, ნებისმიერ დროს მზად არიან, ხელი მოაწერონ საქართველოს სუვერენიტეტის თუნდაც ფორმალურ დათმობაზე, იმიტომ, რომ ეს არის აგენტურის ხვედრი, აგენტურის მენტალიტეტი. იგივე მენტალიტეტით მოქმედებს აგენტურა მოლდოვაშიც“, - განაცხადა პრემიერმა.