საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი
1733169284
ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან გავრცელდა ვიდეო კადრები სადაც ჩანს, რომ დემონსტრანტი ჯიბიდან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლ იარაღს, პისტოლეტს იღებს მჭიდს ამოწმებს და ჯიბეში იდებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა ტიპის იარაღზეა საუბარი და არის თუ არა ის ცეცხლსასროლი ან სხვა რომელიმე ტიპის.
ქვეყნის მთავარი გამზირი კვლავ გადაკეტილია. მოვლენები დღესაც წინა დღეების მსგავსად ვითარდება. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია პერიოდულად იძაბება. რკინის ჯებირზე ბრახუნი და სკანდირება, პარლამენტის შენობას უკვე ესროლეს გაურკვეველი საგნები აალებადი ნივთიერებით, რასაც პასუხად წყლის ჭავლი მოჰყვა. ჩამსხვრეულია პარლამენტის ფანჯრის შუშები.
თბილისში საპროტესტო აქცია უკვე მე-5 დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტი ხელისუფლების განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დადგება.