გაუარესდება თუ არა ამინდი დღესაც?

ძლიერი ქარი და წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„7 ივლისის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.