„გასაოცრად კარგი ამბავია“ - გოგა ჩანადირი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი, სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:

„გასაოცრად კარგი ამბავია - ბატონმა თამაზ ბექაიამ სწავლა დაუფინანსა ლუვენის უნივერსიტეტის მომავალი სტუდენტს ნინო დარასელიას, რომელმაც ჰაროგეიტის კოლეჯი უმაღლესი შეფასებით დაასრულა და ბრიტანეთის მათემატიკის ტურის ბრინჯაოს სერთიფიკატის მფლობელი გახდა.

მას ამის შემდეგ შემოთავაზება ჰქონდა გლაზგოს, ბრისტოლის, გრონინგენის, უტრეხტისა და სხვა წამყვანი უნივერსიტეტებიდან სტიპენდიით.

რადგან დაფინანსება არასრულად ფარავდა სწავლის ხარჯს, უკეთესი პირობების გამო, ნინომ ლუვენის უნივერსიტეტი აირჩია.

აი, აქ დაეხმარა ბატონი თამაზი მას და კარგი სწავლის შემთხვევაში, კვლავ დაეხმარება.

ლარი ევროში პირადად მე გადავახურდავე და თანხა უნივერსიტეტში გადასარიცხად ოჯახს გადავეცი.

თავად ნინო მოწადინებული ადამიანია და მზად არის, რომ მიღებული ცოდნით სამშობლოს გამოადგეს.“,- წერს გოგა ჩანადირი.