„დღეს ნიკა გადასარევი ადამიანია... ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილზე
1760898292
გემის შესახებ, რომელიც ბათუმის პორტში, რამდენიმე დღის წინ სანქცირებული ტვირთით შევიდა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ისაუბრა. მისი თქმით, საელჩო საკითხზე საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობს.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსწავლობთ მას, ასეთ აქტივობებს დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ვმუშაობთ მთავრობასთან, მის სხვადასხვა უწყებასთან, მათ შორის ეს საბაჟო-საშემოსავლო სამსახურთან. სანქციების არიდების ასეთი ნებისმიერი მცდელობის მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა დეგნანმა.