გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ინერტული ნარჩენების მდგრად მართვასთან დაკავშირებით რეკომენდაციები დაამტკიცა

გარემო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საქართველოში ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის“ თემაზე ჩატარებული მოკვლევის ანგარიშიმოისმინა და მოკვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები დაამტკიცა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ საკითხის წარდგენისას განაცხადა, რომ მოკვლევის მიზანს წარმოადგენდა ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება, არსებული რეგულაციების და პრაქტიკის ანალიზი და შესაბამისი სტრუქტურების მუშაობის შეფასება.

შესაბამისად, თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა დაამუშავა და გააანალიზა მიღებული დასაბუთებული მოსაზრებები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა პოზიციები და ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელთა ანალიზის საფუძველზეც შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები.

მაია ბითაძემ კოლეგებს გააცნო რეკომენდაციები, მათ შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები და შესრულების რეკომენდებული ვადები.

„ამ რეკომენდაციებმა შექმნა ჩარჩო იმისთვის, რომ გადაიდგას ახალი ნაბიჯები ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

სხდომას ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორის, ბიზნესის და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული იყვნენ ინერტული ნარჩენების მართვის მოკვლევის პროცესში. 

 კომიტეტმა მხარი დაუჭირა შემუშავებული რეკომენდაციების დამტკიცებას.