პოლონეთში ნაგავსაყრელზე ათასობით ევროს ღირებულების ბრილიანტის სამკაულები იპოვეს
1774371076
გარდაცვლილი პატრიარქიც ახდენდა სასწაულებს. ერთ ისტორიას მოგიყვებით, –აღნიშნულის შესახებ კახა მიქიაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში ილია მეორეზე საუბრისას განაცხადა.
„გარდაცვლილი პატრიარქიც ახდენდა სასწაულებს. ერთ ისტორიას მოგიყვებით. ვინც ვიყავით პროცესიაში, ვიცნობდით პატრიარქს და ვიცოდით, რომ ახლა მისი მეორე, ყველაზე დიდი სიცოცხლე იწყებოდა. აქ მოდიოდა ხალხი, როგორც წმინდა ადამიანთან და არა როგორც მხოლოდ პატრიარქის პანაშვიდზე.
ჩემმა მეგობარმა, ცნობილმა ადამიანმა მთხოვა, მოსვლას ვერ ვახერხებო და იქნებ ხის ჯვარი დაადო მის საფლავს და შემინახოო. ვდგავარ საფლავთან და ფეხზე რაღაც მედება, დავიხედე და ხის ჯვარი. პატრიარქის მთავარი ღირსება, ღირებულება და არსი იყო სიყვარული“, – საუბრობს კახა მიქიაშვილი.