„განსაკუთრებულად რთულია, მაგრამ აუცილებელი, რომ გადავრჩეთ“ - ნიკოლოზ წულუკიძემ მაყურებელს მიმართა

წულუკიძე

ტელეწამყვანი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ ეთერს დაუბრუნდა და ერთგულ მაყურებელს მიმართა:

„ქალბატონებო და ბატონებო, 13 საათი და 32 წუთია, ეთერშია „იმედის დღე“. მე ვიწყებ ისევ გადაცემას, ჩემთვის დღეს არის განცდა, თითქოს პირველად გხვდებით თქვენ, რადგან განსაკუთრებულად რთულია, მაგრამ აუცილებელი, რომ ჩემს მდგომარეობაში გამოვსულიყავი და მიმეცა მაგალითი ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომ მათაც გააგრძელონ ცხოვრება. რთულია, მაგრამ აუცილებელია, რომ გადავრჩეთ. ამ გადარჩენისათვის მე დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ისეთი სიყვარული ვიგრძენი თქვენგან, ისეთი მხარში დგომა, ისეთი იმედი და ძალა, არ შემეძლო, არ გამეგრძელებინა. დიდი მადლობა ყველას. ღმერთს ვთხოვ, მომცეს ძალა, რომ თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ ის სიყვარული, სითბო, თანადგომა, რომელიც ჩემი ოჯახისთვის ასეთ რთულ დღეებში თქვენ გამოიჩინეთ მთელმა საზოგადოებამ და ჩემმა ძვირფასმა მაყურებელმა, რომლისთვისაც მე ამდენი წელია დიდი სიყვარულით ვშრომობ და იმედია, ასე გავაგრძელებ.“ - განაცხადა წულუკიძემ.