პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდვითარებას განსაზღვრავს.
„რამდენიმე კვირის წინაც ვთქვი, რომ ძალიან მალე იქნება ეს. ვიმედოვნებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ძალიან მალე გამოაცხადებს პანდემიის დასასრულს, როგორც წლების წინ გამოაცხადა პანდემიის დასაწყისი. დღეისთვის მნიშვნელოვნად გვაქვს გაუმჯობესებული ყველა პარამეტრი, კრიტერიუმი, რითაც იზომება პანდემია ქვეყანაში. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მინიმუმამდეა დაყვანილი. ასევე საკმაოდ არის შემცირებული ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელი. ვფიქრობ, ამ ტენდენციით, დასასრული შორს არ უნდა იყოს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
კითხვაზე, ხომ არ განიხილება შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენების ვალდებულების მოხსნის საკითხი, მინისტრი ჰპასუხობს:
„რაც შეეხება შეზღუდვებს, ერთადერთი შეზღუდვაა დარჩენილი, შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენება. ვაკვირდებით სხვა ქვეყნების ტენდენციებსაც. ჯერჯერობით ზოგიერთი ქვეყანა ისევ ტოვებს შიდა სივრცეებში პირბადეს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ამას არ განვიხილავთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.