პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
25 წლის რუსთაველი, ლევან კორძახია, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა. ახალგაზრდა შავი ზღვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო. უნივერსიტეტი ფაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ჩვენი კურსდამთავრებულის, ლევან კორძახიას გარდაცვალების გამო
სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, მეგობრებს, კურსელებს, ლექტორებს, ყველას, ვინც თავდაუზოგავად ცდილობდა მისი სიცოცხლის გადარჩენას“,- წერია ინფორმაციაში.
„გამორჩეული ახალგაზრდა დავკარგეთ, სიტყვები ნამდვილად უძლურია ასეთ დროს… ვიზიარებთ და ვუერთდებით ოჯახის მწუხარებას“.
„წარმოუდგენელი, ენით აღუწერელი ტკივილია ოჯახისთვის. რა სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები მიდიან, ძალიან მეწყინა… ღმერთმა ნათელში ამყოფოს… იბსუ-ს ის ყოველთვის ემახსოვრება“,- წერენ კომენტარებში.