გაითვალისწინეთ! - მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

კობა ფარტენაძე

27 ივნისის დილამდე, საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება, -ამის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 26 ივნისს, ღრმა, მაღალ ციკლონთან არსებული გრილი და ნოტიო ჰაერის მასები შექმნის უამინდობის საფუძველს.

„როგორც, დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით, ზოგან ძლიერი, ზოგან ასევე შესაძლებელია სეტყვა და პერიოდულად ძლიერი დასავლეთის ქარი.
გაითვალისწინეთ, რომ 26- ში მოსალოდნელი ამინდის მკვეთრი გაუარესების ფონზე, შესაძლებელია განვითარდეს სტიქიური პროცესები.

27 ივნისს, დღის საათებში ევროპული ანტიციკლონის გავლენის გაძლიერება დაიწყება, ამიტომაც გამოიდარებს – ტემპერატურა თანდათან მოიმატებს, ამას კი ხელს შეუწყობს აფრიკიდან გაშლილი სუბტროპიკული ქედი.გისურვებთ სასიამოვნო დღეებს. _ წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.