პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
26 წლის მარიამ ქობლიანიძე მიჩიგანის უნივერსიტეტში Deans Fellowship პროგრამით, სწავლას სრული $150 000-იანი დაფინანსებით გააგრძელებს.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მიღების მაჩვენებელი 20%-ია, ხოლო სრულ დაფინანსებას კი ყოველ წელს მხოლოდ რამდენიმე სტუდენტი იღებს.
მიჩიგანის უნივერსიტეტის MBA პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესოა ამერიკასა და მსოფლიოში, სადაც დიდი ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ გამოცდილებას. მაგალითად, სწავლის პროცესში სტუდენტები ბიზნეს კონსულტაციას უწევენ ისეთ კომპანიებს როგორიცაა: Amazon, Google, Microsoft, Bank of America, Dell technologies და ა.შ.
მარიამი ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობდა TBSC Consulting-ში, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა საქართველოში და ამჟამად უფროსი ბიზნეს კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობს. მისი კლიენტების სია მოიცავს წამყვან ბანკებს ევროპისა და აზიის მასშტაბით, მსხვილ ინვესტორებს, წამყვან დონორ და სამთავრობო ორგანიზაციებს. მარიამი სკოლის პერიოდშიც სწავლობდა აშშ-ში, FLEX-ის გაცვლითი პროგრამის საშუალებით.
აღსანიშნავია, რომ მარიამმა ასევე მიიღო ნაწილობრივი დაფინანსება ამერიკის წამყვან ბიზნეს მაგისტრატურის პროგრამებზე (MBA), ისეთ უნივერსიტეტებში როგორიცაა:
- Yale University
- University of Los Angeles California (UCLA)
- Georgetown University