„გაგანია ჰოლივუდში საქართველოზე ფილმის გადაღებით იწყებს“ -  ლუკა იმედაშვილი აშშ-ში საქართველოზე ფილმს იღებს - ფოტოები ადგილიდან

გადაღება

დავით იმედაშვილის შვილი, ლუკა იმედაშვილი აშშ-ში საქართველოს შესახებ ფილმს იღებს. ამის შესახებ ლუკა სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს გვიზიარებს.

ლუკას პოსტს აზიარებს დავით იმედაშვილი და აღნიშნავს.

„გაგანია ჰოლივუდში საქართველოზე ფილმის გადაღებით იწყებს,“ – აღნიშნავს დავითი.

თავის მხრივ ლუკა კი წერს:

„რა შემიძლია აქედან ვქნა? ეს არის კითხვა რომელიც ყოველ დღე მაწუხებს საქართველოდან წამოსვლის დღიდან.

ჩემი კამერის ობიექტივი მუდამ იყო და იქნება მიმართლი დასავლური ღირებულებებისკენ, ადამიანებისკენ რომლებიც იცავენ ამ ყველაფერს, ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი ხერხით!

მწამს რომ ამ ბრძოლაში ერთ-ერთი ძლიერი იარაღი მიჭირავს ხელში და გამორიცხულია ეს ყველაფერი გავფლანგო. მე ესე მასწავლეს, ესე გავიზარდე.

უამრავ ადამიანს შევხვდი ამ დროის განმავლობაში, ვყვებოდი ჩვენზე, იმაზე თუ რა ხდება დღეს საქართველოში, იმაზე თუ რა არის ქართველი ხალხის სურვილი და თუ რას უპირებს ამას ჩრდილოელი დამპყრობელი, კოლაბორაციონისტების ხელით.

საქართველოს ყველაზე ერთგული და დიდი პარტნიორის შვილებმა, რომლებიც უკვე ისედაც დიდი ხანია, საკუთარი გადასახადებიდან ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ ჩვენზე, გადაწყვიტეს დამხმარებოდნენ რომ თუნდაც პატარა რამ გაგვეკეთებიდან ერთად მიმდინარე მოვლენებზე.

ასე გადაწყდა გაკეთებულიყო მოკლე მეტრაჟიანი ფილმი “ვინ არის შემდეგი?”

ახალს არაფერს ვამბობ ამით, ვყვები ყოველდღიურობაზე რომელშიც ყველა ქართველს დღეს უწევს ცხოვრება.

შედარება ან რამე მოვლენასთან დაკავშირება მაყურებლისთვის მომინდვია.

მინდა მადლობა გადავუხადო პატარა მაგრამ დაუღალავ ჯგუფს, რომელსაც ქართველები და ამერიკელები წარმოადგენენ!

Elene Meskhia პროდიუსერი და რეჟისორის პირველი ასისტენტი! რომელმაც სახლიც დამითმო გადასაღებად და პირველად იდეის გაზიარების შემდეგ ყოველ დღე მახსენებდა რომ ეს უნდა გაგვეკეთებინა!

Giorgi Osipovi და George Kokaya ორი ადამიანი რომლებსაც სულ ძალით მოუწიათ მოძალადე პოლიციელების როლში ყოფნა კამერასთან მუშაობის გამოცდილების არ ქონის და დაკავებულობის მიუხედავად, მაინც დაგვეხმარნენ ამ ყველაფრის განხორციელებაში!

ლენს მორგანი, ძალიან მაგარი მსახიობი რომელიც ყველანაირად დაგვეხმარა იმის მიღებაში რაც გვინდოდა და იდეის მოყოლის შემდეგ ღარიბაშვილს და ივანიშვილს ყოველ დღე აგინებს.

კამერა ასისტენტი მერი ჰეპპი, ეს გოგო სულ ორჯერ მყავდა გადაღებაზე ნანახი და დაუფიქრებლად დამთანხმდა რომ მომხმარებოდა.
გაფერი საკეტ რაუტი და BTS ფოტოგრაფი რიჰამ სინგლა, NYFA სტუდენტები რომლებმაც თავისით გვიპოვეს და ჩვენი გუნდის წევრები გახდნენ!

შემეძლო ტექნიკური თუ სხვა უამრავი სახის დახმარებისთვის მეთქვა მადლობა, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მივიღე შენგან და სხვა არავისგან, არც ვიცი რა დავარქვა, მადლობა იმისთვის რომ მიჩნდება სურვილი მსგავსი რაღაცების კეთების! მადლობა ყველანაირი შესაძლებლობისთვი! 

როგორ იქნება ფილმის ნახვა შესაძლებელი უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ! 

ქოცების და ღარიბაშვილის პეიჯებზე დაბლოკილი ვარ, მაგრამ მაინც ვეტყვი რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის რასაც სჩადიხართ, მე კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოვუყვები ამის შესახებ!“ – წერს ლუკა იმედაშვილი.