ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის 2025 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1732220591
ომსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ხოცენკო იმ სოფელში ჩავიდა, სადაც ცოტა ხნის წინ რამდენიმე სახლი ხანძარმა გაანადგურა.
ომსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიტალი ხოცენკო სოფელ ჩისტოოზერიესა და ნოვოკარასუკის შესამოწმებლად წავიდა, რომლებიც წინა დღეს ხანძრის შედეგად ძლიერ დაზიანდა. ტელეგრამის არხზე ოფიციალურმა ჩინოვნიკმა მოგზაურობის ვიდეო დადო და მთელი ყურადღება თავისკენ მიიპყრო ყოჩაღმა ბებია-მძღოლმა, რომელსაც ახლა არა მარტო რუსეთში, არამედ ბევრ ქვეყანაში სოციალურ ქსელებში განიხილავენ.
„მცხოვრებლებთან ერთად ვამოწმებთ ხანძრის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიებს“, - დაასათაურა მან ვიდეო, რომელშიც ბებია თავდაჯერებულად ატარებს UAZ-ის კაბრიოლეტს და გადაჰყავს თანამდებობის პირი.
ჩისტოოზერიეში ხანძრის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა, ხანძარმა 15 შენობა გაანადგურა. ნოვოკარასუკში 8 სახლი დაიწვა, არავინ დაშავებულა.