პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პროფკავშირების, ბორჯომის ქარხნის თანამშრომლებისა და „IDS ბორჯომი საქართველოს“ მენეჯმენტს შორის შეთანხმება შედგა.
ყველა მთავარი მოთხოვნა, რომელიც აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ დასაქმებულებთან ერთად საგაფიცვო პერიოდში გააჟღერა, დაკმაყოფილებულია.
სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ქარხნის მუშები, სამუშაო ადგილებზე აღადგინეს და გარდა იმისა, რომ მშრომელები კომპენსაციებსაც მიიღებენ, მათ სასარგებლოდ არაერთი საკითხი გადაწყდა.
კერძოდ, მხარეთა მიერ შეთანხმების შედეგად:
იმ შემთხვევაში, თუ 2022 წლის ნოემბერში უკეთესი ხელშეკრულება არ იქნება მიღებული, 2023 წლის 1 იანვრიდან, 2021 წლის შემდგომ მოპოვებული ხელშეკრულება ავტომატურად დაბრუნება
სამ, ექვს და ერთ წლიან ვადიან ხელშეკრულებაზე მყოფ დასაქმებულებს უვადო ხელშეკრულები გაუფორმდებათ
ორი-სამი თვის წინ ვადიანი ხელშეკრულების გასვლის გამო გათავისუფლებული დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე აღდგებიან
ყველა დასაქმებულს, რომელიც სამსახურის დატოვების სურვილს 2022 წლის სექტემბრამდე გამოთქვამდა, 6 თვის კომპენსაცია დაერიცხება
„IDS ბორჯომი საქართველო“ იღებს ვალდებულებას ,პროფკავშირული საქმიანობისთვის ქარხანაში გამოყოს ოთახი
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაფიცვის გამო ერთმნიშვნელოვნად დადასტურების გარეშე არ შეწყვეტს კონტრაქტებს ტრაილერის მძღოლებთან, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხცდეს გაფიცულებს
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას და საგაფიცვო დღეებს აანაზღაურებს მოცდენის ტარიფით
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, რომ 2022 წლის ივნისიდან დასაქმებულები უზრუნველყოს ტრანსპორტით პანდემიამდე არსებული მდგომარეობით
პროფკავშირი იღებს ვალდებულებას, შეთანხმებიდან გამომდინარე ყველა სარჩელი გამოითხოვოს უკან
ბორჯომის ქარხანაში მომუშავეები მიღწეული შედეგით კმაყოფილები არიან და მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ სამართლიანობა აღდგა.
„შეთანხმებას რომელსაც ხელი მოვაწერეთ დროებითია, ნოემბრიდან დავიწყებთ ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობას. თუ კომპანია უკეთეს პირობებს არ შემოგვთავაზებს და ჩვენთვის არ იქნება მისაღები, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ 2021 წლის გაფიცვის შემდეგ მიღწეულ ხელშეკრულებას, ვგულისხმობ ფიქსირებულ ხელფასს. დღეის მდგომარეობით, კმაყოფილები ვართ რაზეც შევთანხმდით, თუმცა ამით არ მთავრდება. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროფკავშირებს და კერძოდ, გიორგი დიასამიძეს, რომ არა ეს ადამიანი, ჩვენ ვერ მივაღწევდით ამ ყველაფერს. ძალიან დიდი შრომა და ენერგია ჩადო ბორჯომში დასაქმებული ადამიანებისთვის. მისი წყალობით, ჩვენ უკვე მეორედ მივაღწიეთ გამარჯვებას“ - ამბობს ბორჯომის ქარხანაში დასაქმებული მარინა დვალაშვილი.
შეთანხმების პირობების აღსრულებასა და კონტროლს შრომის ინსპექციის სამსახური განახორციელებს.
დასაქმებულთა მხარეს პროფკავშირიდან აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე და გაერთიანების იურისტი წარმოადგენდნენ. მეორე მხარეს კი მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყო: საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, შრომის ინსპექციის სამსახური და სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული.