პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რამდენიმე დღის წინ, ბათუმში, ბატუტზე დაშავებული 3 წლის მოზარდი თურქეთიდან საქართველოში გადმოიყვანეს.
როგორც “ემიგრანტების იმედი“ მომუშავე შოთო სიხარულიძე ამბობს, ოჯახს ფინანსური დახმარება სჭირდება.
"ბავშვი გადატანილი შიშის გამო ვერ ლაპარაკობს, თუმცა ყველაფერი ესმის და როცა რაღაც სჭირდება, თვალებით ანიშნებს მშობლებს. ბათუმში გუშინ გადმოიყვანეს, ხანგძლივი მკურნალობა სჭირდება, ამისთვის კი დიდი თანხებია საჭირო. ოჯახმა ყველა ფინანსური რესურსი უკვე ამოწურა", - ამბობს შოთო სიხარულიძე.
ცნობისთვის, 12 მარტს ბათუმის ბულვარში ბატუტზე თამაშის დროს 9 და 3 წლის ძმები დაშავდნენ. ძლიერმა ქარმა ბატუტი დააზიანა, რის გამოც 9 წლის მოზარდი გარდაიცვალა. მომხდარის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა, მას გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ საბანკო ანგარიშებზე:
GE67TB7699245068100030 თიბისი
GE20BG0000000545804997 საქართველოს ბანკი
მიმღები: დაშავებული ბავშვის მამა თაზო ბერიძე