ამერიკელი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ ღმერთის ადგილსამყოფელს მიაგნო
1782419293
გაბრიელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა - ბავშვი უკვე 3.200 კილოგრამს იწონის, ანალიზები კარგია, ხოლო ჩატარებული კვლევის მიხედვით, მისი ნაწლავის სიგრძე 55 სანტიმეტრს აღწევს,- ამის შესახებ დედა, თაკო ბარბაქაძე, სოციალურ ქსელში წერს.
„გაბრიელი უკვე 3.200 კილოგრამია. ანალიზები კარგი გვაქვს. ინტენსიურიდან ჩამოგვიყვანეს გუშინ და გადაგვიყვანეს პალატაში… ასევე მისი ნაწლავი კვლევით 55 სანტიმეტრია... როცა თურქეთმა აბსურდულად პატარა გვითხრა, 25 სანტიმეტრი… რაც რეალური არ იყო ზუსტად ვიცოდით, რადგან ბოლო ოპერაციაზე ქირურგმა გვითხრა, რომ 45 სანტიმეტრი იყო... ნაწლავი იზრდება და არ პატარავდება, ხომ? ხო, ახლა გადავიდეთ კარგ ამბავზე, ის 10 სანტიმეტრით არის გაზრდილი, რაც ძალიან კარგია.
რჩევის დონეზე ბევრს გირჩევთ აქ ჩამოსვლას, თუმცა, ისე არა, როგორც მე ჩამოვედი… გადმოაგზავნეთ საბუთები და დაეკონტაქტეთ კლინიკას… მე პირდაპირ ავიყვანე და ჩამოვიყვანე ბავშვი, დრო არ იცდიდა... და ეს იყო ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია,“ - წერს თაკო ბარბაქაძე.