ფრთხილად! „ფეისბუქი“ არ გაგიტეხონ

ფეისბუქი ჰაკერი

„ბოლო რამდენიმე დღეა, უკვე არაერთმა ადამიანმა მომწერა, რომ მისი ფეისბუქ ანგარიში გატეხეს, თქვენც იგივე რომ არ დაგემართოთ, აუცილებლად უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და ინფორმაცია გაუზიარეთ მეგობრებს“, - ამბობს ჟურნალისტი უჩა პირმისაშვილი და სოციალური ქსელის მომხმარებლებს აფრთხილებს. 

„შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს „მესენჯერში“ მოგივიდეთ უახლესი მეგობრისგან შეტყობინება: „გამოგეგზავნება sms კოდი და გთხოვ, მიკარნახე რა“. მართლაც, მოგდით პირად ნომერზე კოდი, ამ კოდს უგზავნით მეგობარს და შემდეგ, რამდენიმე წუთში ატყობთ, რომ თქვენს ფეისბუქ ანგარიშზე წვდომა დაკარგეთ.

ეს ყველაფერი რომ არ დაგემართოთ, გაფრთხილებთ ყველას, გადაუზიარეთ სხვებსაც ინფორმაცია, იმიტომ რომ, როგორც ჩანს, ეს მეთოდი ძალიან პოპულარულია თაღლითებში. იმავე ანკესზე რომ არ წამოეგოთ, არანაირი კოდი, რაც მოგივათ, არც ერთ თქვენ მეგობარს არ გაუგზავნოთ“, - ამბობს უჩა პირმისაშვილი. 

უფრო ვრცლად, ნახეთ ვიდეო: