დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თბილისში გალა კონცერტით დასრულდა

კო

 დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დედაქალაქში გალა კონცერტმა დააგვირგვინა. ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნად, მოქალაქეებმა და დედაქალაქის სტუმრებმა ორბელიანის მოედანზე თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონცერტზე მოიყარეს თავი, სადაც ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა მიიღეს მონაწილეობა. წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის საერთო კონცეფცია „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“ იყო.

დედაქალაქში მთელი დღის განმავლობაში კულტურულ, სპორტულ, გასართობ და საბავშვო ღონისძიებებს ორბელიანის მოედანმა და ალექსანდრეს ბაღმა უმასპინძლა. 26 მაისისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები თბილისის მსგავსად, საქართველოს ყველა რეგიონში საზეიმო გალა კონცერტებით დასრულდა.