ნათია თურნავას დღეს პარლამენტში მოუსმენენ

ნათია თურნავა

დღეს ქვეყნის კანონმდებლების წინაშე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა წარდგება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კანონმდებლებს არაერთ საკითხზე ექნებათ კითხვები, თუმცა განსაკუთრებით საინტერესო მათთვის საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საერთაშორისო კომპანია „ტეზერას“ შორის სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები იქნება.

„ბევრი საკითხია, რაზეც შეკითხვები იქნება, ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებაზე, მაგრამ საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მსოფლიო დონის იტალიური კომპანიის შემოსვლა საქართველოში. საქართველოს ეროვნული ბანკი იქნება ამ კომპანიის მთავარი პარტნიორი და, რასაკვირველია ამ თემებზე იქნება გამახვილებული ყურადღება. რამდენიმე მილიარდის ოდენობის ინვესტიცია არის მოსალოდნელი“, - ამბობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.