გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფოთის საზღვაო ნავსადგურში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ნავსადგურელების ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ პატივი მიაგო.
,,ფოთის ნავსადგურში ეს მემორიალი არის ადგილი, სადაც უნდა გავიხსენოთ 2008 წლის ომის ეს ძალიან მძიმე ეპიზოდი.
დღეს ასევე, გიორგი ანწუხელიძის, საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღეა და მინდა, ერთად გავიხსენოთ ეს გმირები და ყველა ის, ვინც 2008 წლის ომის დროს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაიღუპა. ეს ის თარიღებია, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.