ცვლილებები, რომლებიც მაისიდან ამოქმედდება - ვის დაეკისრება ფულადი სანქციები
1745781273
საქართველოს პრეზიდენტი, ერევანში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.
"დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი აფეთქების გამო. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ოჯახების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები. ასევე ძალას და გამძლეობას ვუსურვებ სასწრაფო დახმარების მუშაკებს. მე სომეხი ხალხის გვერდით ვდგავარ",- წერს სალომე ზურაბიშვილი.
ერევანში, სავაჭრო ცენტრი აფეთქდა, შედეგად კი, ამ დროის მონაცემებით, 7 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულების რაოდენობა კი 60-ზე მეტია.