ფოტოები: ბათუმი არენაზე რევაზ ჩელებაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა

revaz

ბათუმი არენაზე ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, რევაზ ჩელებაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

,,ცოცხალი ლეგენდის, რევაზ ჩელებაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა დღეს ბათუმი არენაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამით ერთგვარ ტრადიციას ჩაეყრება საფუძველი და შეიქმნება ვარსკვლავთა ხეივანი. ბატონმა რევაზმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ფეხბურთის განვითარებაში. მის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი უკავშირდება. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ რევაზს სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ვუსურვებ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას", - განაცხადა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.

რევაზ ჩელებაძე სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიას“, ბათუმის „დინამოსა“ და სხვა საფეხბურთო ნაკრებების ღირსებას.

იყო თასების მფლობელთა თასის მფლობელი, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. იგი დღემდე უზიარებს საკუთარ უდიდეს გამოცდილებას ახალ თაობებს.