კაცმა კონკურსში, ფულადი ჯილდოსთვის მთელი ბოთლი სასმელი დალია და გარდაიცვალა

სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკაში მამაკაცმა შეჯიბრში თანხის სანაცვლოდ სასმელი დალია, თუმცა ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს. 

კაცმა, რომლის სახელიც არ სახელდება, დალია მთელი ბოთლი 35%-იანი სპირტიანი სასმელი „იაგერმაისტერი“. მან მონაწილეობა მიიღო გამოწვევაში, თუ ვის შეეძლო მთლიანი ბოთლის დალევა ყველაზე სწრაფად.

მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ 25-დან 30 წლამდე ასაკის იყო, იბრძოდა ფულადი პრიზისთვის, რომელიც არ აღემატებოდა 10 ფუნტს ( დაახლოებით 34 ლარი ).

კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი სვამს სასმელს გაუჩერებლად, გარშემომყოფები მას ტაშს უკრავენ და გულშემატკივრობენ. მან მთელი ბოთლი ორ წუთში დალია, რის შემდეგაც ცუდად გხდა. მალევე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. ტრაგედიის შემდეგ მის გარდაცვალებაზე გამოძიება დაიწყო.