დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
"დამეწვა გული, ასეთი ანგელოზები დედებისგან არ უნდა მიდიოდენ..." - ასე ეხმაურებიან სოციალურ ქსელში პატარა ჯონის გარდაცვალებას, საზოგადოება მის გადასარჩენად გაერთიანდა, სამწუხაროდ ბავშვი დაიღუპა... ტრაგედია ორი დღის წინ დატრიალდა...
"ვილოცოთ მისი სულისთვის! დღეს, ნებისმიერ თქვენთვის მოსახერხებელ დროს, არ გადადოთ, რადგან ის ადამიანები, ვინც სიცოცხლეშივე იტანჯებოდა, ღმერთთან სამოთხეში ყოველთვის პირველ ადგილზე არიან და წმინდა ბერების თქმით, მათ შემოქმედისგან, მასთან და წმინდანებთან საუბრის განსაკუთრებული შესაძლებლობა აქვთ ბოძებული...
გვჯერა, რომ ღმერთმა იცის, თითოეული კეთილი ადამიანის შესახებ, ვინც გაუმართა ხელი ამ ოჯახს." - წერს ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის გვერდი.
რამდენიმე დღის წინ კი, ფონდი ამ პატარა ბიჭისთვის, ჯონისთვის საზოგადოებას ფინანსურ დახმარებას სთხოვდა, მაგრამ სამწუხაროდ...
"ჯონი სწრაფად იქნევს თავს იქით-აქეთ, ხან იღიმის, ხან ტირის. ჯონი მუდმივად მოძრაობაშია. ნეტა როგორ არ ეღლება გული?! თვალის დახამხამებაში, საწოლის ნაპირზე აღმოჩნდება, უნდა დაიჭირო, რომ არ გადმოვარდეს.
უცებ, ხიდივით გამოზნიქავს ზურგს, მერე კი, საწოლზე დაენარცხება. ხელ-ფეხს ჰაერში იქნევს. სახეზე, ხან ღიმილი, ხან ტანჯვა აესახება. ასეთ განკარგულებებს აძლევს მას ტვინი 24 საათის განმავლობაში - არ გაჩერდეს არცერთი წამით. სხეული ხესავით გაამაგროს. შეგეშინდება, ხელი რომ მოჰკიდო." - წერდა ფონდი.