ტემპერატურა დაიკლებს - უახლესი დღეების პროგნოზი
1786688336
ფოთისა და ხობის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის დეკანოზი, იოსებ ხურცილავა.
„2026 წლის 11 აგვისტოს, ღვთივგანისვენა ფოთისა და ხობის ეპარქიის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის დეკანოზმა - იოსებ ხურცილავამ.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა მამა იოსების სულის მოსახსენებელი პანაშვიდის ლოცვა და მიუსამძიმრა განსვენებული მოძღვრის ოჯახს, ნათესავებს და სულიერ შვილებს.
საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, ღირსო ნეტარებისაო და სამარადისოდ ხსენებულო, ძვირფასო მამა იოსებ!“,- ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.