ფერადი და მუსიკით გაჟღენთილი საქართველოს რეგიონები - ფოტორეპორტაჟი „მუსიკალური საღამოებიდან“, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება

მუსიკის საღამოები

ფერადი ქუჩები, სკვერები, მოედნები და მუსიკით გაჟღენთილი ჰაერი - ასეთია საქართველოს რეგიონები ამ დღეებში. ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში ულამაზესი სანახაობის მომსწრეა.

საქმე იმაშია, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, ყოველ შაბათ-კვირას პროექტი “მუსიკალური საღამოები” იმართება.

17 ივნისს, “მუსიკალური საღამოები” ყაზბეგის, დმანისის, ხობის და ქობულეთში გაიმართა. 

ღონისძიების ფარგლებში, ყველა მუნიციპალიტეტში, მოქალაქეები შეძლებენ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის დათვალიერებას და შეძენას, პატარების განწყობაზე იზრუნებენ ზღაპრის გმირები და ანიმატორები, მოეწყობა  სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობა და ვორქშოპი, ასევე სადეგუსტაციო და კვების ზონა.

„მუსიკალურ საღამოს" მასპინძლობს ასევე დმანისი

„მუსიკალურ საღამოს" მასპინძლობს ასევე ხობი.

ხობის ისტორიულ ხეივანში დამონტაჟებულია სცენა. ეწყობა სხვადასხვა გასართობი პავილიონები და სივრცეები. შესრულდება მუსიკალური ნომრები, გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა.

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით პროექტი „მუსიკალური საღამოები“ იმართება ყაზბეგშიც. მოეწყო სხვადასხვა გასართობი პავილიონები და სივრცეები. შესრულდება მუსიკალური ნომრები.

18 ივნისს, “მუსიკალური საღამოები” ბოლნისში, ხელვაჩაური, ჩხოროწყუსა და თიანეთი გაიმართება.