ვინ არის ბიზნესმენ ბექა ხოფერიას მეუღლე და რა კადრებს აქვეყნებს ის
1732209164
„ისტორიული გამარჯვება“, - ასე აფასებენ სფეროს სპეციალისტები, გუშინ, ქართული კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მატჩს.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთი ანგარიშით 82:76 დაამარცხა. თამაშის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენი, ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა წევრი რატი ანდრონიკაშვილია.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოზე წერენ, რომ რატი ანდრონიკაშვილი „კალათბურთის კვარაცხელია“ და მატჩის გმირია.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, 2020 წელს ანდრონიკაშვილს ამერიკის კოლეჯების ლიგაში უნდა ეთამაშა, თუმცა მიღებული ტრავმის გამო, ეს მხოლოდ 2021 წლის მიწურულს შეძლო.
რატი 2001 წელს, თბილისში დაიბადა. სიმაღლით 1.93, 84 კილოგრამს იწონის.
ამჟამად, ანდრონიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
ცნობილია, მისი რჩეულის ვინაობაც.
კალათბურთელის შეყვარებული ელენე შელიაა. ის ფეხბურთელის, მურთან შელიასა და მოდელ ლიკა კვარაცხელიას შვილია.
აღსანიშნავია, რომ ელენეს და, მოდელი ანა შელიაა, რომლის მეუღლეც მორაგბე ლაშა ლომიძეა.
ელენე შელია გუშინდელ მატჩსაც ესწრებოდა.